მისია და პრინციპები

  • მდგრადი განვითარების ცენტრი „რემისია“-ს მისია არის საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა მდგრადი განვითარების პრინციპების გატარებაში და დეცენტრალიზაციის პროცესების ეფექტურად წარმართვაში, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებისა და რეგიონებისათვის/მუნიციპალიტეტებისათვის პოლიტიკის განსაზღვრის, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების მომზადებისა და განხორციელების პროცესებში მონაწილეობის გზით.
  • ქვეყანაში თანამედროვე ცოდნის, ანალიტიკური მეთოდებისა და მოდელების, ასევე უახლესი ენერგოეფექტური ტექნოლოგიების შემოტანის ხელშეწყობა; ადგილობრივი ცოდნისა და „ნოუ-ჰაუ“-ების განვითარების და მათი საბაზრო სახემდე მიყვანის ხელშეწყობა; ადგილობრივი და ეროვნული ექსპერტების და დაინტერესებული მხარეების პოტენციალის გაზრდა.
  • ამ მისიის შესრულების პროცესში, „რემისიის“ ძირითადი მიდგომაა თავისი ძალისხმევა მიმართოს იმე კოსისტემებისაკენ, სექტორებისა და რეგიონებისაკენ, რომლებიც განსაკუთრებით მოწყვლადი არიან კლიმატის ცვლილების მიმართ ან რომლებსაც ყველაზე დიდი წვლილი შეაქვთ კლიმატის ცვლილების გლობალურ პროცესებში.
  • გადაწყვეტილებების მიღებისა და განხორციელების პროცესებში ჩართულობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა.
  • ადამიანის უფლებათა დაცვა და გენდერული საკითხების ინტეგრირება მის საქმიანობაში „რემისია“-ს ძირითადი პრინციპებია.

 


ჩვენი ხედვა

 

გლობალური გამოწვევები


 

კლიმატის დათბობა აშკარაა და 1950-იანი წლების შემდგომ დაკვირვებული ცვლილებები უპრეცედენტოა ბოლო მილიონი წლის განმავლობაში. ატმოსფერო და ოკეანე გათბა, ყინულისა და თოვლის საფარი შემცირდა და ზღვის დონემ აიწია. სათბურის გაზების ანთროპოგენული ემისიები გაიზარდა წინა ინდუსტრულ პერიოდთან შედარებით და ახლა უფრო მაღალია, ვიდრე ოდესმე, რისი მიზეზიც ძირითადად დემოგრაფიული და ეკონომიკური ზრდაა.

 

სამხრეთ კავკასია

 

სამხრეთ კავკასიის რეგიონი მოიცავს კავკასიონის სამხრეთ ნაწილსა და დაბლობებს და წარმოადგენს საზღვარს ევროპისა და აზიის რეგიონებს შორის. იგი ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია დიდი კავკასიონის მთაგრეხილით, სამხრეთით თურქეთისა და სომხეთის საზღვრით, დასავლეთით შავი ზღვითა და აღმოსავლეთით - კასპიის ზღვით. სამრეთ კავკასიის რეგიონში ბოლო საუკუნეში მიმდინარე დათბობის უტყუარი ნიშნები არსებობს

საქართველოს მიდგომა

 

საქართველო აქტიურ ნაბიჯებს დგამს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ. ეს მოიცავს როგორც სათბურის გაზების ემისიების შემცირებას - ასევე კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციას. საქართველო წარმოადგენს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის დანართ ერთში არ შესულ ქვეყანას. შესაბამისად, ჯერ-ჯერობით მას არ გააჩნია თავისი ტერიტორიიდან სათბურის გაზების ემისიების შემცირების რაოდენობრივი ვალდებულება.

 

 

ჩვენი კონსულტაცია და მომსახურეობა

 

 

სტარტეგიული დაგეგმარება

"რემისიის", როგორც ორგანიზაციის პირველი ნაბიჯები სწორედ სტრატეგიული დაგეგმარების მიმართულებით გადაიდგა - ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პირველი პროექტი თბილისის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების გეგმის ( Sustainable Energy Action Plan -SEAP) შემუშავება იყო.

 

 

 

 

შესაძლებლობების გაძლიერება

გარდა იმისა, რომ რემისია დაკომპლექტებულია და ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს კლიმატის ცვლილების საკითხებზე მომუშავე როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო ექსპერტებთან, მას ასევე აქვს შესაძლებლობა და სურვილი საჭირო ცოდნა უახლეს მიდგომებზე გადასცეს სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფებს..

 

 

  კლიმატის ცვლილების მითიგაცია

კლიმატის ცვლილების შერბილება (მითიგაცია) გულისხმობს იმ ღონისძიებების ერთობლიობას, რომელთა საშუალებითაც ხდება სათბურის გაზების (GHG) ემისიების შემცირება ან ზრდის შეჩერება.კლიმატის ცვლილების შერბილების ღონისძიებებში, როგორც წესი, განიხილება ახალი ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა, ტრადიციული ენერგიის ჩანაცვლება განახლებადი და ნაკლებნახშირბად შემცველი ენერგიის წყაროებით, მართვის პრაქტიკისა თუ მომხმარებლის ქცევის შეცვლა სისტემების მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით.

 

 

 

  თანამედროვე ტექნოლოგიები

ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება და ინტერესი კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მის მიმართ ადაპტაციის ხელშემწყობი თანამედროვე მიდგომების და ტექნოლოგიების შემოტანა და დანერგვაა.

 

 

 

  მოწყვლადობა და ადაპტაცია

ეკოლოგიური, ეკონომიკური, სოციალური ან ნებისმიერი სხვა ტიპის სისტემის (მათ შორის ადამიანის) მოწყვლადობა კლიმატის ცვლილების მიმართ განისაზღვრება სამი ძირითადი პარამეტრით: სისტემის მგრძნობელობა, კლიმატის ცვლილების ეფექტი ამ კონკრეტულ სისტემაზე და სისტემის თვითადაპტაციის უნარი. როგორც წესი სისტემების მოწყვლადობის შეფასება ხდება მრავალკრიტერიუმიანი ანალიზის მეთოდებით. კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაცია გულისხმობს ეკოლოგიურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ სისტემებში გარკვეული ცვლილებების განხორციელებას კლიმატის ცვლილებასა და მის ზეგავლენაზე საპასუხოდ.

 

 

 

  სათბურის გაზები

სათბურის გაზების ემისიების ინვეტარიზაცია სხვადასხვა მიზნით იწარმოება - მეცნიერები ბუნებრივი და ანთროპოგენური ემისიების ინვენტარიზაციას იყენებენ ატმოსფეროს მოდელების შექმნისთვის და მომავალი პროცესების პროგნოზისათვის, პოლიტიკოსები ემისიების- შემცირების სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშვებისთვის, და ასევე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების შემცირების მიზნით. მარეგულირებელი უწყებები ინვენტარიზაციის შედეგებს იყენებენ განხორციელებულ ღონისძიებებზე მონიტორინგისათვის და იმის შესამოწმებლად, ხდება თუ არა ატმოსფეროში სათბურის გაზების კონცენტრაციის ზედა ზღვარის დაცვა.