March 12, 2018

კლიმატის პოლიტიკის გაძლიერება (GIZ)

GIZ-ის პროექტის „კლიმატის პოლიტიკის მიმართულებით შესაძლებლობების გაძლიერება აღმოსავლეთ ბალკანეთში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში “ფარგლებში, რემისიამ ჩაატარა ანალიზი საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) განახლებისა და NDC-ის განხორციელების დაგეგმვის ხელშეწყობის მიზნით.


ანალიზის შედეგად, რემისიის მიერ მომზადდა შემდეგი ანგარიშები:

  • NDC-ისა და არსებული სტრატეგიული და სექტორული გეგმების შესაბამისობის ანალიზი;
  • ცნობიერების ამაღლება, NDC-ის განხორციელების დაგეგმვა და ინსტიტუციური მოწყობა.

ანგარიშები წარდგენილ და განხილილ იქნა GIZ-ის წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.