June 13, 2013

კლიმატის ცვლილება და უსაფრთხოების საკითხები აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების ფარგლებში

კლიმატის ცვლილება და უსაფრთხოება საქართელოში

(მიმოხილვა)

დონორი: ევროკავშირის ინიციატივა "გარემოსდაცვითი უსაფრთხოება"

2013 წელი

მსოფლიოში არსებული 14 კლიმატური ზონიდან საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს 11 და სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ კლიმატის ცვლილების გამოვლინება და გავლენა ქვეყნის ტერიტორიაზე ძალიან მრავალმხრივი და მძაფრია. ტემპერატურის (საშუალო, მინიმალური, მაქსიმალური) ზრდა იწვევს რა აორთქლების (ევაპორაციის) პროცესის ინტენსიფიკაციას, ამ პროცესს თავის მხრივ გავლენა აქვს თოვლის საფარის სისქის ზრდაზე მაღალმთიან რეგიონებში და ეს კი თავის მხრივ იწვევს წყალდიდობებსა და წყალმოვარდნებს. ბოლო ათწლეულებში გაძლიერებული მყინვარების დნობა და ნალექების გადანაწილებაში მკვეთრი ცვლილებები კიდევ ერთი მიზეზია ერთი მხრივ წყალდიდობებისა და ამავდროულად წყლის რესურსის კარგვისა.

შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლენილი კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემები, რომლებსაც გავლენა შეიძლება ჰქონდეთ ქვეყნის უსაფრთხოებაზე შემდეგია:

  • სასმელი და სარწყავი წყლის დაფიციტი ნალექების შემცირების, მყინვარების სწრაფი დნობის და მოთხოვნილების ზრდის ფონზე;
  • ამინდის ექსტრემალური მოვლენებით გააქტიურებული გეოლოგიური და ჰდროლოგიური პროცესები: წყალდიდობები/წყალმოვარდნები, ღვარცოფები, ზვავები, მეწყერები და შტორმების ინტენსიურობის ზრდა შავ ზღვაზე. ყველა ამ მოვლენის საბოლოო შედეგი დაკარგული მიწები და ეკომიგრანტების გაზრდილი რაოდენობაა;
  • სოფლის მეურნეობაზე კლიმატის ცვლილების უარყოფითი გავლენა ძირითადად გამოწვეულია ქარების ზრდით, გვალვებით, სეტყვებით და ეს ყველაფერი ხელს უწყობს მიწების ეროზიას (ქარისმიერი, წყლისმიერი), გაუდაბნოების პროცესის დაჩქარებას, მეცხოველეობის დარგის შემცირებას და საფრთხეს უქმნის სურსათით უზრუნველყოფას;
  • ენერგეტიკის სექტორის საფრთხე ისაა, რომ მდინარის ჩამონადენის და სხვა ჰიდროლოგიური რესურსის შემცირება გამოიწვევს ჰიდროენერგიის გამომუშავების შემცირებას, რაც ქვეყნის ელექტროენერგიის 80%-ზე მეტს შეადგენს;
  • ეკოსისტემები, რომლებსაც საფრთხე ემუქრება: ტყეები, ტბები, მდინარეები, სანაპირო ზონები, მყინვარები, მიწები;
  • ჯანდაცვა- ახალი დაავადებები, ტრავმები და ფსიქიატრიული აშლილობები (გახშირებული ექსტრემალური ამინდის და გეოლოგიური საფრთხეების გამო), თბური ტალღები


    ჩვენი მისია და პრინციპები

  • მდგრადი განვითარების ცენტრი „რემისია“-ს მისია არის საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა მდგრადი განვითარების პრინციპების გატარებაში და დეცენტრალიზაციის პროცესების ეფექტურად წარმართვაში, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებისა და რეგიონებისათვის/მუნიციპალიტეტებისათვის პოლიტიკის განსაზღვრის, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების მომზადებისა და განხორციელების პროცესებში მონაწილეობის გზით.
  • ქვეყანაში თანამედროვე ცოდნის, ანალიტიკური მეთოდებისა და მოდელების, ასევე უახლესი ენერგოეფექტური ტექნოლოგიების შემოტანის ხელშეწყობა; ადგილობრივი ცოდნისა და „ნოუ-ჰაუ“-ების განვითარების და მათი საბაზრო სახემდე მიყვანის ხელშეწყობა; ადგილობრივი და ეროვნული ექსპერტების და დაინტერესებული მხარეების პოტენციალის გაზრდა.
  • ამ მისიის შესრულების პროცესში, „რემისიის“ ძირითადი მიდგომაა თავისი ძალისხმევა მიმართოს იმე კოსისტემებისაკენ, სექტორებისა და რეგიონებისაკენ, რომლებიც განსაკუთრებით მოწყვლადი არიან კლიმატის ცვლილების მიმართ ან რომლებსაც ყველაზე დიდი წვლილი შეაქვთ კლიმატის ცვლილების გლობალურ პროცესებში.
  • გადაწყვეტილებების მიღებისა და განხორციელების პროცესებში ჩართულობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა.
  • ადამიანის უფლებათა დაცვა და გენდერული საკითხების ინტეგრირება მის საქმიანობაში „რემისია“-ს ძირითადი პრინციპებია.
  • ვრცლად იხილეთ

 


ჩვენი ხედვა

 

გლობალური გამოწვევები

 

კლიმატის დათბობა აშკარაა და 1950-იანი წლების შემდგომ დაკვირვებული ცვლილებები უპრეცედენტოა ბოლო მილიონი წლის განმავლობაში. ატმოსფერო და ოკეანე გათბა, ყინულისა და თოვლის საფარი შემცირდა და ზღვის დონემ აიწია. სათბურის გაზების ანთროპოგენული ემისიები გაიზარდა წინა ინდუსტრულ პერიოდთან შედარებით და ახლა უფრო მაღალია, ვიდრე ოდესმე, რისი მიზეზიც ძირითადად დემოგრაფიული და ეკონომიკური ზრდაა.

 

სამხრეთ კავკასია

 

სამხრეთ კავკასიის რეგიონი მოიცავს კავკასიონის სამხრეთ ნაწილსა და დაბლობებს და წარმოადგენს საზღვარს ევროპისა და აზიის რეგიონებს შორის. იგი ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია დიდი კავკასიონის მთაგრეხილით, სამხრეთით თურქეთისა და სომხეთის საზღვრით, დასავლეთით შავი ზღვითა და აღმოსავლეთით - კასპიის ზღვით. სამრეთ კავკასიის რეგიონში ბოლო საუკუნეში მიმდინარე დათბობის უტყუარი ნიშნები არსებობს

საქართველოს მიდგომა

 

საქართველო აქტიურ ნაბიჯებს დგამს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ. ეს მოიცავს როგორც სათბურის გაზების ემისიების შემცირებას - ასევე კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციას. საქართველო წარმოადგენს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის დანართ ერთში არ შესულ ქვეყანას. შესაბამისად, ჯერ-ჯერობით მას არ გააჩნია თავისი ტერიტორიიდან სათბურის გაზების ემისიების შემცირების რაოდენობრივი ვალდებულება.