June 10, 2014

საპროექტო წინადადების "საქართველოში შენობების სექტორისთვის ეროვნული შემარბილებებლი ღონისძიებების (NAMA) კონცეფციის მომზადება

„საქართველოში შენობების სექტორისთვის ეროვნულ დონეზე მისაღები სათბურის გაზების შემამცირებელი ღონისძიებების“ (NAMA) საპროექტო წინადადება

პარტნიორი, საკონსულტაციო ცენტრის ECOFYS (გერმანია)/ ენერგეტიკის პოლიტიკის კვლევის ცენტრი (ECN) (ჰოლანდია)

2014 წელი

შენობების სექტორის ემისიები საქართველოს ენერგეტიკის სექტორის ემისიების 22. 3%-ს შეადგენს და ენერგიისა და ემისიების დაზოგვის ღონისძიებების კუთხით, წარსულში მშენებლობის დაბალი ხარისხიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი პოტენციალის მატარებელია. გამომდინარე იქიდან, რომ შენობების წილი ენერგეტიკის სექტორის ემისიების საერთო მოცულობაში ყველაზე დიდია წინამდებარე NAMA-ს საპროექტო წინადადება ორიენტირებულია არსებული შენობების განახლებაზე ენერგოეფექტურობის გასაზრდელად. შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება დადებით ზეგავლენას მოახდენს აგრეთვე ეკონომიკური, ჯანმრთელობის და გარემოს დაცვის თვალსაზრისით.

წარმოდგენილ NAMA-ში განიხილება 2 ფაზა. პირველი ფაზა წარმოადგენს მზაობის პროგრამას, რომელიც მოიცავს საქართველოს ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების კომპეტენციების განვითარებას შენობების ენერგოეფექტური რეაბილიტაციის პროგრამების დაგეგმვისა და დანერგვის კუთხით. მზაობის პროგრამა თავის მხრივ შედგება რამდენიმე კომპონენტისგან, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელია ტექნიკური მხარდაჭერის პირობებში:

  • შენობა-ნაგებობების ფონდის სათანადო აღწერა, რაც მოიცავს ენერგოაუდიტებსა და რეაბილიტაციის პრიორიტეტული ღონისძიებების განსაზღვრას;
  • სხვადასხვა ტიპის შენობების ენერგოეფექტური რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებული ტენდერებისათვის ტექნიკური დავალების მომზადებისა და განაცხადების შეფასების, ასევე სათანდოდ ხელშეკრულებების გაფორმებისათვის საჭირო ადგილობრივი კომპეტენციების განვითარება;
  • სრული ენერგომომარაგების ტიპის კონტრაქტისათვის (Energy Performance Contracting – EPC) ტექნიკური დავალების მომზადების, განაცხადების შეფასებისა და შესაბამისი ხელშეკრულებებისათვის საჭირო ადგილობრივი კომპეტენციების განვითარება;
  • გრძელვადიანი პროგრამების მომზადება სხვადასხვა ტიპის შენობების ენერგოეფექტური რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად;
  • ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციების გაზრდა სრული ენერგომომარაგების ტიპის კონტრაქტისათვის დაფინანსებისა და მართვის სქემების შესაქმნელად;
  • შენობების სარეაბილიტაციო პროგრამების, ენერგოეფექტურობის ზრდის პროექტების და სრული ენერგომომარაგების ტიპის ხელშეკრულებების გაფორმების პროცესების მონიტორინგის, ანგარიშგებისა და შემოწმების უზრუნველსაყოფად კომპეტენციების განვითარება.

წინასწარი შეფასებებით, მზაობის პროგრამის ტექნიკური მხარდაჭერის ღირებულება 635 000 ევროა (ადგილობრივი თანადაფინანსების გარდა, რომელშიც განიხილება ამ პროგრამებში ჩართული საჯარო მოსამსახურეთა ხელფასები) და შესაძლებელია 12 თვეში განხორციელება.

NAMA-ს მეორე ფაზაში იგეგმება საპილოტე პროექტების განხორციელება და მისი ძირითადი მიზანია გამოცდილების მიღება, როგორც უშუალოდ რეაბილიტაციის პროცესიდან, ასევე ამ პროცესში გამოყენებული სრული ენერგომომარაგების ხელშეკრულებების განხორციელების შესაძლებლობიდან საქართველოში. ამ ფაზის მიზანია აგრეთვე სრული პროცესის ეფექტურობის დემონსტრირება საქართველოს პირობებში. ამასთან, მეორე ფაზით გათვალისწინებული იქნება შედეგების და პროცესიდან მიღებული ცოდნის ფართოდ გავრცელება. სასურველი ტრანსფორმაციული ეფექტის მიღწევის სადემონსტრაციოდ, პილოტური ფაზა უნდა იყოს საკმაოდ ხანგრძლივი, რაც უზრუნველყოფს მასალებისა და გამოცდილების სათანადოდ გავრცელებას. ამ ფაზის ფარგლებში პროექტების განხორციელება მინიმუმ ორ მუნიციპალიტეტში მუნიციპალური შენობებისათვის და ცენტრალურ დონეზე სახელმწიფო შენობებისათვის. მზაობის პროგრამაში შეფასებული შენობების ფონდის მახასიათებლებიდან გამომდინარე, უნდა შეირჩეს ჯამში დაახლოებით 60 000 კვ.მ სარეაბილიტაციო შენობები. სხვადასხვა გადაწყვეტილებების ტესტირების და განხორციელებადობის შემოწმების მიზნით ცენტრალური ხელისუფლება შექმნის განმახორციელებელ ერთეულს, რომელიც განახორციელებს შენობების რეაბილიტაციას და ენერგოეფექტურობის გათვალისწინებით სრული ენერგომომსახურების ხელშეკრულებების (EPC) დანერგვის ხელშეწყობას. ამ ფაზის ფარგლებში მუნიციპალიტეტები გამოაცხადებენ ტენდერებს EPC ტიპის კონტრაქტორის მოძიებაზე შენობების ენერგოეფექტური რეაბილიტაციის პროცესისათვის და მიიღებენ გამოცდილებას ამ ტიპის კონტრაქტების განხორციელელასა და მართვაზე. გარე კონტრაქტორი შესაძლოა იყოს ტრადიციული ენერგო სერვისების კომპანია (ESCO), კომერციული, თუ არაკომერციული, ან ნებისმიერი სხვა, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ორგანიზაცია, რომელსაც დაევალება 50 000 – 60 000 მ2 ფართის ენერგოეფექტური რეაბილიტაცია სამი წლის განმავლობაში და შედეგების მონიტორინგი/ ანგარიშგება შემდგომ პერიოდში. EPC კონტრაქტის ნაწილი უნდა მოიცავდეს ვალდებულებებს რეაბილიტაციის შედეგების გავრცელების მხარდაჭერისა და დაფინანსების, თუ ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მიმდინარეობის შესახებ. (კომერციული სენსიტიურობის გათვალისწინებით).

NAMA-ს აღნიშნული ფაზის ტექნიკური მხარდაჭერა მოითხოვს ფინანსურ რესურსს 137 000 ევროს ოდენობით (ადგილობრივი თანადაფინანსების გარდა, რომელშიც განიხილება ამ პროგრამებში ჩართული საჯარო მოსამსახურეთა ხელფასები) და მოიცავს ამ ფაზის განმახორციელებელი სამთავრობო ერთეულის ჩამოყალიბებას და ტენდერების ჩატარებას საინფორმაციო-საკომუნიკაციო კომპონენტის დასანერგად. გარდა ამისა, ხელისუფლებას და მუნიციპალიტეტებს დასჭირდებათ გრძელვადიანი სესხი, დაახლოებით 18 მლნ ევროს ოდენობით, რეაბილიტაციის პროცესების ენერგოეფექტურობის სტანდარტებთან შესაბამისობის მისაღწევად. NAMA-ფარგლებში იგეგმება, ასევე, აღნიშნული სესხების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ შენობების რეაბილიტაციისა და ენერგიის დაზოგვის მიმართულებით ჰოლისტიკური ხედვის ჩამოსაყალიბებლად, საჭიროა ხელმისაწვდომობა გონივრული საპროცენტო განაკვეთების მქონე გრძელვადიან სესხებზე, სხვა დაფინანსების წყაროებზე და საინვესტიციო ფონდებზე.