December 01, 2013

ქ. ბათუმის მდგრადი ენერგეტიკის განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავება

ქ. ბათუმის მდგრადი ენერგეტიკის განვითარების გეგმა

დაფინანსება: ქალაქ ბათუმის მერია

2013-2014

2010 წლის ოქტომბერში საქართველოში გაიმართა მერების შეთანხმებისადმი მიძღვნილი კონფერენცია, სადაც ხაზი გაესვა ქალაქების, როგორც კომპლექსური სისტემების, მნიშვნელობას სათბურის გაზების ემისიების შემცირებაში. ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ენერგოეფექტურობის განხორციელების პრიორიტეტების ფარგლებში ქალაქებისათვის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების საქმეში მთავარ წარმმართველ ძალად განისაზღვრა მუნიციპალიტეტი.

2011 წელს მერების შეთანხმების ხელმოწერით ქ. ბათუმი შეუერთდა ამ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს 2020 წლამდე სათბურის გაზების ემისიების მინიმუმ 20%-ით შემცირებას – მიზანი, რომლიც მიღწეულ უნდა იქნას  ქალაქის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად. 

აღნიშნული მიზნის მისაღწევად ბათუმის მერიამ შეიმუშავა მდგრადი ენერგეტიკის  განვითარების გეგმა, რომელიც იყენებს მასალებს UNDP/GEF პროექტის - „მესამე ეროვნული შეტყობინება გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ“ (შემდგომში მესამე ეროვნული შეტყობინება)  მიერ მომზადებული გამარტივებული სამოქმედო გეგმიდან, ასევე  ქალაქ ბათუმის ურბანული განვითარების სტრატეგიულ გეგმასა და ქალაქ ბათუმის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიიდან. ენერგეტიკის მდგრადი განვითარების სამოქმედო გეგმა მოიცავს:

  • სათბურის გაზების საბაზისო ემისიის ინვენტარიზაციას ტრანსპორტის, შენობების, გარე განათების, ნარჩენების და გამწვანების სექტორში
  • ამ სექტორებისთვის სათბურის გაზების გაფრქვევის საბაზისო, ე.წ. ტრადიციული გზით საქმიანობის (BAU) სცენარის მომზადებას
  • ამ სექტორებში 2020 წლამდე პერიოდისთვის სათბურის გაზების ემისიების შემარბილებელი ღონისძიებების განსაზღვრას და მათი ეფექტის შეფასებას
  • მონიტორინგის გეგმას
  • ადგილობრივი პოტენციალის შექმნისა და ცნობიერების ამაღლების სტრატეგიას

ბათუმის ეკონომიკური განვითარების  ტემპი, მოსახლეობის ზრდის ტრენდი და ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ზრდა საფუძვლად დაედო  2020 წლამდე პერიოდის ტრადიციული გზით განვითარების სცენარს და კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვას ქალაქში ენერგიის მოხმარებისა და CO2–ის ემისიის შემცირების მიზნით. ამ გეგმაში გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესრულება 2020 წლისთვის უზრუნველყოფს ბათუმისათვის განხილულ სექტორებში  CO2-ის ემისიების მინიმუმ 22%-ით შემცირებას 2020 წლის საბაზისო ემისიასთან (BAU) შედარებით.

 



    ჩვენი მისია და პრინციპები

  • მდგრადი განვითარების ცენტრი „რემისია“-ს მისია არის საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა მდგრადი განვითარების პრინციპების გატარებაში და დეცენტრალიზაციის პროცესების ეფექტურად წარმართვაში, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებისა და რეგიონებისათვის/მუნიციპალიტეტებისათვის პოლიტიკის განსაზღვრის, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების მომზადებისა და განხორციელების პროცესებში მონაწილეობის გზით.
  • ქვეყანაში თანამედროვე ცოდნის, ანალიტიკური მეთოდებისა და მოდელების, ასევე უახლესი ენერგოეფექტური ტექნოლოგიების შემოტანის ხელშეწყობა; ადგილობრივი ცოდნისა და „ნოუ-ჰაუ“-ების განვითარების და მათი საბაზრო სახემდე მიყვანის ხელშეწყობა; ადგილობრივი და ეროვნული ექსპერტების და დაინტერესებული მხარეების პოტენციალის გაზრდა.
  • ამ მისიის შესრულების პროცესში, „რემისიის“ ძირითადი მიდგომაა თავისი ძალისხმევა მიმართოს იმე კოსისტემებისაკენ, სექტორებისა და რეგიონებისაკენ, რომლებიც განსაკუთრებით მოწყვლადი არიან კლიმატის ცვლილების მიმართ ან რომლებსაც ყველაზე დიდი წვლილი შეაქვთ კლიმატის ცვლილების გლობალურ პროცესებში.
  • გადაწყვეტილებების მიღებისა და განხორციელების პროცესებში ჩართულობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა.
  • ადამიანის უფლებათა დაცვა და გენდერული საკითხების ინტეგრირება მის საქმიანობაში „რემისია“-ს ძირითადი პრინციპებია.
  • ვრცლად იხილეთ

 


ჩვენი ხედვა

 

გლობალური გამოწვევები

 

კლიმატის დათბობა აშკარაა და 1950-იანი წლების შემდგომ დაკვირვებული ცვლილებები უპრეცედენტოა ბოლო მილიონი წლის განმავლობაში. ატმოსფერო და ოკეანე გათბა, ყინულისა და თოვლის საფარი შემცირდა და ზღვის დონემ აიწია. სათბურის გაზების ანთროპოგენული ემისიები გაიზარდა წინა ინდუსტრულ პერიოდთან შედარებით და ახლა უფრო მაღალია, ვიდრე ოდესმე, რისი მიზეზიც ძირითადად დემოგრაფიული და ეკონომიკური ზრდაა.

 

სამხრეთ კავკასია

 

სამხრეთ კავკასიის რეგიონი მოიცავს კავკასიონის სამხრეთ ნაწილსა და დაბლობებს და წარმოადგენს საზღვარს ევროპისა და აზიის რეგიონებს შორის. იგი ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია დიდი კავკასიონის მთაგრეხილით, სამხრეთით თურქეთისა და სომხეთის საზღვრით, დასავლეთით შავი ზღვითა და აღმოსავლეთით - კასპიის ზღვით. სამრეთ კავკასიის რეგიონში ბოლო საუკუნეში მიმდინარე დათბობის უტყუარი ნიშნები არსებობს

საქართველოს მიდგომა

 

საქართველო აქტიურ ნაბიჯებს დგამს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ. ეს მოიცავს როგორც სათბურის გაზების ემისიების შემცირებას - ასევე კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციას. საქართველო წარმოადგენს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის დანართ ერთში არ შესულ ქვეყანას. შესაბამისად, ჯერ-ჯერობით მას არ გააჩნია თავისი ტერიტორიიდან სათბურის გაზების ემისიების შემცირების რაოდენობრივი ვალდებულება.