December 22, 2017

2007-2013 და 2014-2020 წლებში იტალიაში მოქმედი განვითარების ფონდები, რომლებიც ეხმარებიან "მერების შეთანხმების" ხელმომწერ მუნიციპალიტეტებს

მერების შეთანხმებამ უდიდეს წარმატებას მიაღწია ევროპაში, განსაკუთრებით კი იტალიაში, სადაც მუნიციპალიტეტების თითქმის 50% ჩაერთო მის შესრულებაში. ეს წარმატება დიდ წილად განპირობებულია მხარდაჭერით, რომელიც მუნიციპალიტეტებს გაუწიეს პროვინციებმა (შეთანხმების ტერიტორიულმა კოორდინატორებმა).

შეთანხმების ტერიტორიულ კოორდინატორებს წარმოადგენენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები (პროვინციები, რეგიონები, ადგილობრივი მმართველობის გაერთიანებები და სხვ.), რომლებიც სტრატეგიულ ხელმძღვანელობას, ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას უწევენ მერების შეთანხმების ხელმომწერ მხარეებსა და მუნიციპალიტეტებს, რომლებსაც სურთ მასთან მიერთება. ევროკომისია მიიჩნევს მათ მნიშვნელოვან მოკავშირეებად მერების ხელშეკრულების ხელმომწერთა მხარდაჭერაში თავიანთი ვალდებულებების შესასრულებლად და შეთანხმების ეფექტიანობის გასაზრდელად.

წინამდებარე ანგარიშის მიზანს შეადგენს რეგიონების მიხედვით ჩამოთვლა იმ დახმარებისა, რომელიც მიიღეს მუნიციპალიტეტებმა ევროპის რეგიონული განვითარების ფონდიდან (EBRD) (მათ შორის რეგიონებმა, რომლებიც ოფიციალურად არ ითვლებიან შეთანხმების ტერიტორიულ კოორდინატორებად). აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ბევრმა რეგიონმა და პროვინციამ გამოყო სუბსიდიები, გრანტები თუ ფინანსური დახმარების სხვა ფორმები თავიანთი საფინანსო რეზერვებიდან დაფინანსების სხვადასხვა მექანიზმებისა და რესურსების გამოყენებით. მიუხედავად ამისა, წინამდებარე ანგარიში მოიცავს რეგიონებს, რომლებმაც გამოიყენეს ERDF 2007-2013 ან ERDF 2014-2020 ფონდებიდან დახმარებები და აგრეთვე იმ რეგიონებს, რომელთა დაფინანსება უშუალოდ არის დაკავშირებული მერების შეთანხმებასთან.

ამავე დროს მუნიციპალიტეტებისთვის ხელმისაწვდომია დაფინანსების სხვა ინიციატივები ენერგოეფექტურობისა თუ განახლებადი ენერგიების ათვისების დარგში, რომლებიც ფონდების ERDF 2007-2013 ან ERDF 2014-2020 შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ, მაგრამ მათი კრიტერიუმები არ არის დაკავშირებული მერების შეთანხმებასთან.

წინამდებარე ანგარიში მიზნად ისახავს იმის ჩვენებას, თუ როგორ მოახდინეს იტალიის რეგიონებმა მერების შეთანხმების ინტეგრირება როგორც თავიანთ რეგიონულ სტრატეგიაში, ასევე მათ დაფინანსების პროგრამებში მუნიციპალიტეტებისთვის სარგებლიანობის მოტანით, აგრეთვე რა წვლილი შეიტანა ამან იტალიაში მერების შეთანხმების წარმატებულ განხორციელებაში.



    ჩვენი მისია და პრინციპები

  • მდგრადი განვითარების ცენტრი „რემისია“-ს მისია არის საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა მდგრადი განვითარების პრინციპების გატარებაში და დეცენტრალიზაციის პროცესების ეფექტურად წარმართვაში, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებისა და რეგიონებისათვის/მუნიციპალიტეტებისათვის პოლიტიკის განსაზღვრის, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების მომზადებისა და განხორციელების პროცესებში მონაწილეობის გზით.
  • ქვეყანაში თანამედროვე ცოდნის, ანალიტიკური მეთოდებისა და მოდელების, ასევე უახლესი ენერგოეფექტური ტექნოლოგიების შემოტანის ხელშეწყობა; ადგილობრივი ცოდნისა და „ნოუ-ჰაუ“-ების განვითარების და მათი საბაზრო სახემდე მიყვანის ხელშეწყობა; ადგილობრივი და ეროვნული ექსპერტების და დაინტერესებული მხარეების პოტენციალის გაზრდა.
  • ამ მისიის შესრულების პროცესში, „რემისიის“ ძირითადი მიდგომაა თავისი ძალისხმევა მიმართოს იმე კოსისტემებისაკენ, სექტორებისა და რეგიონებისაკენ, რომლებიც განსაკუთრებით მოწყვლადი არიან კლიმატის ცვლილების მიმართ ან რომლებსაც ყველაზე დიდი წვლილი შეაქვთ კლიმატის ცვლილების გლობალურ პროცესებში.
  • გადაწყვეტილებების მიღებისა და განხორციელების პროცესებში ჩართულობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა.
  • ადამიანის უფლებათა დაცვა და გენდერული საკითხების ინტეგრირება მის საქმიანობაში „რემისია“-ს ძირითადი პრინციპებია.
  • ვრცლად იხილეთ

 


ჩვენი ხედვა

 

გლობალური გამოწვევები

 

კლიმატის დათბობა აშკარაა და 1950-იანი წლების შემდგომ დაკვირვებული ცვლილებები უპრეცედენტოა ბოლო მილიონი წლის განმავლობაში. ატმოსფერო და ოკეანე გათბა, ყინულისა და თოვლის საფარი შემცირდა და ზღვის დონემ აიწია. სათბურის გაზების ანთროპოგენული ემისიები გაიზარდა წინა ინდუსტრულ პერიოდთან შედარებით და ახლა უფრო მაღალია, ვიდრე ოდესმე, რისი მიზეზიც ძირითადად დემოგრაფიული და ეკონომიკური ზრდაა.

 

სამხრეთ კავკასია

 

სამხრეთ კავკასიის რეგიონი მოიცავს კავკასიონის სამხრეთ ნაწილსა და დაბლობებს და წარმოადგენს საზღვარს ევროპისა და აზიის რეგიონებს შორის. იგი ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია დიდი კავკასიონის მთაგრეხილით, სამხრეთით თურქეთისა და სომხეთის საზღვრით, დასავლეთით შავი ზღვითა და აღმოსავლეთით - კასპიის ზღვით. სამრეთ კავკასიის რეგიონში ბოლო საუკუნეში მიმდინარე დათბობის უტყუარი ნიშნები არსებობს

საქართველოს მიდგომა

 

საქართველო აქტიურ ნაბიჯებს დგამს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ. ეს მოიცავს როგორც სათბურის გაზების ემისიების შემცირებას - ასევე კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციას. საქართველო წარმოადგენს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის დანართ ერთში არ შესულ ქვეყანას. შესაბამისად, ჯერ-ჯერობით მას არ გააჩნია თავისი ტერიტორიიდან სათბურის გაზების ემისიების შემცირების რაოდენობრივი ვალდებულება.