January 29, 2016

შეხვედრა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ფრაუნჰოფერის კვლევით ინსტიტუტთან ერთად მუშაობს ქალაქის მდგრადი განვითარების პროფილზე. აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით, აქამდე შესრულებული სამუშაოების პრეზენტაცია მოხდა 2016 წლის 29 იანვარს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. შეხვედრა გახსნა ქ. თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ. მან ხაზი გაუსვა ამ პროექტის მნიშვნელობას, რომელიც მიმართულია ქალაქის მდგრად განვითარებაზე. "Morgenstadtის პროექტს ახორციელებს Fraunhofer- ის საზოგადოება, გერმანული ორგანიზაციების ქსელი, რომელიც გერმანული ორგანიზაცია KFW- ს დაფინანსებით და თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტი გულისხმობს მომავლის ქალაქისთვის საჭირო სამოქმედო გეგმის ფორმირებას, თუ რა ქმედებები უნდა განხორციელდეს იმისთვის, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ თბილისი ჩამოყალიბდეს, როგორც მომავლის ქალაქი",- განაცხადა ქ. თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ