March 24, 2017

LEDS-ის ტყეებისა და მიწათსარგებლობის (LULUCF) სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

2017 წელს 24 მარტს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში გაიმართა LEDS-ის ტყეებისა და მიწათსარგებლობის (LULUCF) სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. შეხვედრის მიზანი იყო LEDS-ის პროექტის ფარგლებში ტყეებისა და მიწათსარგებლობის (LULUCF) მიმართულებით სამუშაო ჯგუფის წევრებისთვის და სხვა მოწვეული ექსპერტებისთვის ამ დრომდე შესრულებული სამუშაოს წარდგენა და მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობა.

შეხვედრას გაუძღვა ეროვნული სატყეო სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, ქალბატონი ნათია იორდანიშვილი, რომელმაც საქართველოს სატყეო სექტორში არსებული მდგომარეობა მიმოიხილა. რემისიის ექსპერტებმა, ქალბატონმა მარინა შვანგირაძემ და ბატონმა კობა ჩიბურდანიძემ წარმოადგინეს პრეზენტაციები “LULUCF-ის სექტორის საბაზისო სცენარის ინვეტრიზაცია (2014) და BAU სცენარი 2030 წლისთვის“ და “კლიმატის ცვლილების მიმართ შერბილების ღონისძიებები LULUCF-ის სექტორში“. Winrock Int. -ის მიერ დაქირავებულმა საერთაშორისო ექსპერტმა, ბატონმა არტურ ნეერმა წარმოადგინა პრეზენტაცია „საუკეთესო პრაქტიკა LULUCF-ის სექტორში“.