March 29, 2017

LEDS-ის ნარჩენების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

2017 წელს 29 მარტს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში გაიმართა LEDS-ის ნარჩენების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. შეხვედრის მიზანი იყო LEDS-ის პროექტის ფარგლებში ნარჩენების სექტორის მიმართულებით სამუშაო ჯგუფის წევრებისთვის და სხვა მოწვეული ექსპერტებისთვის ამ დრომდე შესრულებული სამუშაოს წარდგენა და მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობა.

რემისიის ექსპერტებმა, ქალბატონებმა ანა სიხარულიძემ და ნათელა დვალიშვილმა წარმოადგინეს პრეზენტაციები „ნარჩენების სექტორში ემისიების ინვენტარიზაცია და ბიზნესის ტრადიციული გზით განვითარების სცენარი“ და „ემისიების შემცირების ღონისძიები ნარჩენების სექტორში“. Winrock Int. -ის მიერ დაქირავებულმა საერთაშორისო ექსპერტმა, ბატონმა დიმიტრის ცოცოსმა წარმოადგინა სპეციფიური ნარჩენების ფრაქციების შეგროვების ღონისძიებები.