January 24, 2017

შეხვედრა MRV -ის ინსტიტუციურ მოწყობაზე

ა.წ. 24 იანვარს, ქ. თბილისში, სასტუმრო "რედისონში"-ში ჩატარდა ექსპერტთა შეხვედრა კლიმატის ცვლილების სექტორში ანგარიშგების გაფართოებული სისტემის (MRV-Measurement, Reporting, Verification) შესაქმნელად საჭირო ინსტიტუციური მოწყობის ჩარჩოს ერთ-ერთი ვარიანტის განხილვა, რათა საბოლოოდ შეირჩეს საქართველოსათვის ყველაზე ოპტიმალური და მისაღები ანგარიშგების სისტემა. შეხვედრა ორგანიზებული იყო გერმანიის მთავრობის საერთაშორისო დახმარების საზოგადოების (GIZ) მიერ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან კლიმატის ცვლილების სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში. შეხვედრაში მონაწილეობდნენ „რემისიის“ ექსპერტები, როგორც დაინტერესებული მხარის წარმომადგენლები.