February 23, 2017

LEDS-ის სამეთვალყურეო საბჭოსთან და USAID-ის საქართველოს ოფისის თანამშრომლებთან შეხვედრა

2017 წლის 23 თებერვალს Winrock International-ის ორგანიზებით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში გაიმართა დაბალემისიანი განვითარების სტრატეგიის (LEDS) სამეთვალყურეო საბჭოს გაფართოებული შეხვედრა, რომელიც გახსნა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, ბატონმა გიგლა აბულაშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა მინისტრის მოადგილე, ქალბატონი ეკა გრიგალავა, კლიმატის ცვლილების სამსახურისა და სხვა სამსახურების/დეპარტამენტების, ასევე სხვა სამინისტროების და არასათავრობო სექტორის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე „რემისიის“ წარმომადგენლებმა დღეის მგომარეობით ორგანიზაციის მიერ შესრულებული სამუშაო და შემდგომი ნაბიჯები წარმოადგინეს. კერძოდ, ანა სიხარულიძემ წარადგინა LEDS ე.წ. ენერგეტიკული თავების (ენერგეტიკა, ტრანსპორტი, შენობები, მრეწველობა) შემუშავებისას იდენტიფიცირებული ძირითადი მიგნებები და ანალიტიკური სამუშაოს შედეგად მიღებული დასკვნები და რეკომენდაციები. ანა სიხარულიძემ საბჭოს წევრებს ასევე წარუდგინა LEDS-ის ნარჩენების თავის შემუშავებისთვის ამ დროისთვის ჩატარებული სამუშაო, კერძოდ ინვეტარიზაციის შედეგები და ბიზნესის ტრადიციული გზით განვითარების (BAU) სცენარის პირველადი ვარიანტი.

მარინა შვანგირაძემ საბჭოს წევრებს გააცნო LULUCF-ის თავის შემუშავებისას გაკეთებული დაშვებები შეშის მოხმარებასთან დაკავშირებით, ასევე LEDS-ის გაზომვის, ანგარიშგების და ვერიფიკავიის (MRV) კონცეფციის სქემა, სადაც დეტალურად გაწერილია ეტაპები, პროცესები და ძირითადი მოთამაშეები.

24 თებერვალს, ასევე Winrock International-ის ორგანიზებით აშშ-ს საელჩოში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თბილისის ოფისის თანამშრომლებისთვის, სადაც რემისიის ექსპერტმა- ანა სიხარულიძემ წარმოადგინა რემისიის მიერ შესრულებული სამუშაო, ძირითადი მიგნებები და შემდგომი ნაბიჯები. ორივე შეხვედრა ჩატარდა პროექტის “შესაძლებლობების გაძლიერება დაბალემისიანი განვითრების სტრატეგიისთვის” ფარგლებში



    ჩვენი მისია და პრინციპები

  • მდგრადი განვითარების ცენტრი „რემისია“-ს მისია არის საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა მდგრადი განვითარების პრინციპების გატარებაში და დეცენტრალიზაციის პროცესების ეფექტურად წარმართვაში, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებისა და რეგიონებისათვის/მუნიციპალიტეტებისათვის პოლიტიკის განსაზღვრის, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების მომზადებისა და განხორციელების პროცესებში მონაწილეობის გზით.
  • ქვეყანაში თანამედროვე ცოდნის, ანალიტიკური მეთოდებისა და მოდელების, ასევე უახლესი ენერგოეფექტური ტექნოლოგიების შემოტანის ხელშეწყობა; ადგილობრივი ცოდნისა და „ნოუ-ჰაუ“-ების განვითარების და მათი საბაზრო სახემდე მიყვანის ხელშეწყობა; ადგილობრივი და ეროვნული ექსპერტების და დაინტერესებული მხარეების პოტენციალის გაზრდა.
  • ამ მისიის შესრულების პროცესში, „რემისიის“ ძირითადი მიდგომაა თავისი ძალისხმევა მიმართოს იმე კოსისტემებისაკენ, სექტორებისა და რეგიონებისაკენ, რომლებიც განსაკუთრებით მოწყვლადი არიან კლიმატის ცვლილების მიმართ ან რომლებსაც ყველაზე დიდი წვლილი შეაქვთ კლიმატის ცვლილების გლობალურ პროცესებში.
  • გადაწყვეტილებების მიღებისა და განხორციელების პროცესებში ჩართულობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა.
  • ადამიანის უფლებათა დაცვა და გენდერული საკითხების ინტეგრირება მის საქმიანობაში „რემისია“-ს ძირითადი პრინციპებია.
  • ვრცლად იხილეთ

 


ჩვენი ხედვა

 

გლობალური გამოწვევები

 

კლიმატის დათბობა აშკარაა და 1950-იანი წლების შემდგომ დაკვირვებული ცვლილებები უპრეცედენტოა ბოლო მილიონი წლის განმავლობაში. ატმოსფერო და ოკეანე გათბა, ყინულისა და თოვლის საფარი შემცირდა და ზღვის დონემ აიწია. სათბურის გაზების ანთროპოგენული ემისიები გაიზარდა წინა ინდუსტრულ პერიოდთან შედარებით და ახლა უფრო მაღალია, ვიდრე ოდესმე, რისი მიზეზიც ძირითადად დემოგრაფიული და ეკონომიკური ზრდაა.

 

სამხრეთ კავკასია

 

სამხრეთ კავკასიის რეგიონი მოიცავს კავკასიონის სამხრეთ ნაწილსა და დაბლობებს და წარმოადგენს საზღვარს ევროპისა და აზიის რეგიონებს შორის. იგი ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია დიდი კავკასიონის მთაგრეხილით, სამხრეთით თურქეთისა და სომხეთის საზღვრით, დასავლეთით შავი ზღვითა და აღმოსავლეთით - კასპიის ზღვით. სამრეთ კავკასიის რეგიონში ბოლო საუკუნეში მიმდინარე დათბობის უტყუარი ნიშნები არსებობს

საქართველოს მიდგომა

 

საქართველო აქტიურ ნაბიჯებს დგამს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ. ეს მოიცავს როგორც სათბურის გაზების ემისიების შემცირებას - ასევე კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციას. საქართველო წარმოადგენს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის დანართ ერთში არ შესულ ქვეყანას. შესაბამისად, ჯერ-ჯერობით მას არ გააჩნია თავისი ტერიტორიიდან სათბურის გაზების ემისიების შემცირების რაოდენობრივი ვალდებულება.