December 07, 2016

თანამედროვე მიდგომები ქალაქების განვითარებისთვის

2016 წლის 7-8 დეკემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების ინიციატივით ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-9 საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა.

ფორუმის მთავარი საკითხი მდგრადი განვითარება და ქ. თბილისის „გონიერ ქალაქად“ გარდაქმნის წახალისება იყო. ფორუმზე მოწვეულები იყვნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები. ფორუმის ერთ-ერთ სესიაზე, რომელიც ეძღვნებოდა ენერგოეფექტურობის თემას, რემისიის წარმომადგენელმა აუდიტორიას გააცნო ქალაქ თბილისის მდგრადი ენერგეტიკის განვითარების სამოქმედო გეგმის (SEAP) ფარგლებში შენობებისა და ტრანსპორტის სექტორებისთვის შემუშავებული ენერგოეფექტური ღონისძიებების და მათი განხორციელების წინაშე არსებული ძირითადი ბარიერების ანალიზი.