January 27, 2017

ტრეინინგი სათბურის გაზების ინვენტარიზაციის მეთოდოლოგიაში

ა.წ. 25-27 იანვარს, ბორჯომში, სასტუმრო "ქროუნ პალასში" გერმანიის მთავრობის საერთაშორისო დახმარების საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით ჩატარდა ქართველ ექსპერტთა ტრეინინგი სათბურის გაზების ინვენტარიზაციის საკითხებში. ძირითადად განხილული იყო ინვენტარიზაციის სახელმძღვანელო დოკუმენტის (IPCC Guideline) 2006 წლის ვერსია, რომელზეც უნდა გადავიდეს საქართველო.

რემისიიდან ტრეინინგს ესწრებოდნენ ენერგეტიკის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, მიწათსარგებლობის და ნარჩენების ექსპერტები.