პროექტი „გზად რეფორმებისკენ საბინაო სექტორში: დამწყები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში“

გზად საბინაო სექტორის რეფორმებისაკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელoრუსიაში, მოლდოვაში, საქართველოსადაუკრაინაში.

ორგანიზაცია "საბინაო მეურნეობის ინიციატივა აღმოსავლეთ ევროპაში"(IWO) საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დაიწყო პროექტის: ,,გზად საბინაო სექტორის რეფორმებისკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელორუსიას, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინაში"განხორციელება. პროექტი,რომლის ხანგრძლივობის ვადა განისაზღვრება 3 წლით, მიზნად ისახავს: საცხოვრებლის მართვის გაუმჯობესებასა და საცხოვრებელი სახლების ენერგეტიკული სანაციის მხარდაჭერას პარტნიორ ქვეყნებში 10 რესურს-ცენტრის მეშვეობით. პროექტის გახსნის ღონისძიება გაიმართება 2015 წლის29 ივლისს საქართველოს პარლამენტში,თბილისში.

პროექტში მონაწილე ქვეყანებში საცხოვრებელი მეურნეობის სექტორიპრობლემურია. განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაშია პანელური ტიპის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები. სრულ მაშტაბიანი სანაციის შეფერხების მიზეზები სხვადასხვაა: საცხოვრებლის არაეფექტური მართვა, ფინანსური რესურსის არყოფნა, სიახლის (,,ნოუ-ჰაუს") და პოლიტიკური მხარდაჭერის არქონა.

ასეთი წინაღობების არსებობისას იწყება პროექტი, რომლის მიზანია:

  • პოპულარიზაცია გაუწიოს ისეთ თემებს, როგორიცაა საცხოვრებლის მართვა და ენერგოეფექტური სანაცია, აგრეთვე,ადაპტირებული საცხოვრებელი გარემომრავალბინიან სახლებში.
  • გამოავლინოს ენერგოეფექტური ღონისძიებების დანერგვის შეზღუდვები დაშესაძლებლობები აზერბაიჯანის, ბელორუსიის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საცხოვრებელ ფონდში.
  • მხარი დაუჭიროს რეფორმებს საცხოვრებელ სექტორში და გაამყაროს სამოქალაქო საზოგადოების როლი, როგორც სადამკვირვებლოინსტიტუტის.
  • აამაღლოს მონაწილეთა კვალიფიკაცია სემინარების, სამუშაო შეხვედრებისდა საგანმანათლებლო გასვლითი ღონისძიებების საშუალებით.
  • აამაღლოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების პოტენციალი ტენდერებში მონაწილეობის მისაღებად.
  • გააუმჯობესოს ურთიერთობა საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და ხელისუფლების ორგანოებს შორის ცენტრალურ,რეგიონალურ და ადგილობრივ დონეზე.
  • წაახალისოს საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რათა მათპოლიტიკურ დონეზეაქტიურად მიიღონ მონაწილეობა მრავალდონიანი მართვის მიდგომების მხარდაჭერის პროცესში და, ამავე დროს, გაამყარონბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები/გაერთიანებები,როგორც მნიშვნელოვანიაქტორები განვითარების დაგეგმარებაში.
  • გაამყაროს თანამშრომლობა გერმანულ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის.

პროექტი ეხმარებამაცხოვრებლებს ეფექტური მართვის ორგანიზებაში, რომლებიც ხშირად მესაკუთრეებიც არიან, მიუხედავად იმისა, რომზოგიერთ პარტნიორქვეყნებში კანონით მაცხოვრებლებმა ორგანიზებაუნდა გაუწიონსაცხოვრებელი სახლების მართვას. რეალურად კი მართვა ხორციელდებასახელმწიფო დაწესებულებების მიერ. თუმცა, სახელმწიფო დაწესებულებების მუშაობა ექვემდებარება მუდმივ კრიტიკას გამჭვირვალეობის ნაკლებობისა და კვალიფიცირებული კადრების არარსებობის გამო.

ამასთან, საინფორმაციო/საკონსულტაციო დახმარებისდიდი საჭიროება იქმნება, რომელიც ბინათმესაკუთრეებს მისცემს შესაძლებლობას შექმნან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები (ბმა), უხელმძღვანელონ ამხანაგობებს და ამ გზით გაიუმჯობესონ თავიანთი მდგომარეობა. ბმა-ის მდგრადი ფუნქციონირებისათვის საჭიროა სტრუქტუირებული და მუდმივი ხელშეწყობა. ამისათვის საჭიროა რესურს-ცენტრების შექმნა და გაძლიერება, რომლებიც ხელს შეუწყობენ მათ ცოდნის ამაღლებას საბინაო მეურნეობის საკითხებში

არასამთავრობო ორგანიზაციებს საბინაო მეურნეობის სფეროში (მაგ.:ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები, სოციალური რესურს-ცენტრები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და ა. შ.) შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საჯარო ტენდერებში და, აგრეთვე,შეუძლიათ მიიღონ ფინანსური და ტექნიკური დახმარება რესურს-ცენტრების შექმნისა და გაძლიერებისათვის.

რესურს-ცენტრების მიზნები და ამოცანები:

  • მოქალაქეების ინფორმირებულობის და ცნობიერების ამაღლება მესაკუთრეთა ქონებრივიუფლებების საკითხებზე, რაც ბმა-ს შექმნისა და საქმიანობის ძირითადი პრინციპებია
  • სასწავლო სემინარების და ტრენინგების ჩატარება ბმა-ს შექმნის და საქმიანობის საკითხებზე
  • ყოველდღიური კონსულტაციების გაწევა "ცხელი ხაზის" საშუალებით
  • საგანმანათლებლო საქმიანობების გატარება ბუღალტერებისათვის.
  • ბმა-სდახმარება შეხვედრების ორგანიზებასა და მოწყობაში, აუცილებლობის შემთხვევაში კი ასეთ შეხვედრებშიმონაწილეობა
  • ინდივიდუალური კონსულტაციების გაწევა და მოქალაქეთა ადგილებზე განათლება
  • რეკომენდაციების შესამუშავებლად ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაცებისა და ბმა-ების ძალისხმევის გაერთიანება კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით
  • საუკეთესო პრაქტიკის პოპულარიზება ბმა-ების პარტნიორ ქალაქებში
  • პარტნიორ-ქალაქებში ურთიერთთანამშრომლობის დამყარება საერთაშორისო ფონდებთან და ორგანზაციებთან ბმა-ების განვითარებისათვის ორგანიზაციული და ფინანსური დახმარების გაწევის გზით.

 

საკონტაქტო პირი:

იოჰან შტრეზე, ტელ: +49 3020605487, strese@iwoev.org. ლარისა შრეკენბახ, ტელ: +49 3020605487, schreckenbach@iwoev.org

ხანგრძლივობა: 31.01.2015 - 30.01.2018

ნაწილობრივი დაფინანსება: ევროკავშირი

პროექტის კოორდინაცია: IWO- ინიციატივა საცხოვრებელი მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში, ბერლინი.

ასოცირებული პარტნიორები: National Association of Local Authorities of Georgia (NALAG)

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროცნული ასოციაცია (ათეა)

ლვოვის ადგილობრივი ორგანიზაცია „ორგანიზაციების კავშირი უკრაინის ინვალიდები"

პროექტის პარტნიორები

უკრაინა

ლვოვის საცხოვრებლი სახლების მესაკუთრეთა ასოციაცია და უძრავი ქონების მართვის სამეურნეო არაკომერციული ასოციაცია(ფონდი)

საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა საკუთრებისარასეხელმწიფოებრივი ფორმები.

აზერბაიჯანი

ქონების ბაზრის მონაწილეები

საქართველო

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოში (ქუთაისი) - ნინო თვალთვაძე

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ბათუმის ფილაილი - ნათია აფაზავა

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი" - ნანა შარია

მოლდოვა

ქალაქების განვითარების ინსტიტუტი

ბელორუსია

უძრავი ქონების მენეჯმენტის საერთაშორისო ასოციაცია (МАНМ)

საერთაშორისო საზოგადოებრივი გაერთიანება („ეკოპროექტი")

---------------------------------------------------------------------------------

2016 წლის 2 სექტემბერს, მდგრადი განვითარების ცენტრმა "რემისია" და LAG კონსორციუმმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საბურთალოს რაიონის გამგეობასთან.

აღნიშნული მემორანდუმის მიზანია შეიქმნას ტექნიკური დახმარების ცენტრი, რომელიც კონსულტაციებს გაუწევს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წევრებს სამართლებრივ და ენერგოეფექტურ საკითხებში.



    ჩვენი მისია და პრინციპები

  • მდგრადი განვითარების ცენტრი „რემისია“-ს მისია არის საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა მდგრადი განვითარების პრინციპების გატარებაში და დეცენტრალიზაციის პროცესების ეფექტურად წარმართვაში, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებისა და რეგიონებისათვის/მუნიციპალიტეტებისათვის პოლიტიკის განსაზღვრის, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების მომზადებისა და განხორციელების პროცესებში მონაწილეობის გზით.
  • ქვეყანაში თანამედროვე ცოდნის, ანალიტიკური მეთოდებისა და მოდელების, ასევე უახლესი ენერგოეფექტური ტექნოლოგიების შემოტანის ხელშეწყობა; ადგილობრივი ცოდნისა და „ნოუ-ჰაუ“-ების განვითარების და მათი საბაზრო სახემდე მიყვანის ხელშეწყობა; ადგილობრივი და ეროვნული ექსპერტების და დაინტერესებული მხარეების პოტენციალის გაზრდა.
  • ამ მისიის შესრულების პროცესში, „რემისიის“ ძირითადი მიდგომაა თავისი ძალისხმევა მიმართოს იმე კოსისტემებისაკენ, სექტორებისა და რეგიონებისაკენ, რომლებიც განსაკუთრებით მოწყვლადი არიან კლიმატის ცვლილების მიმართ ან რომლებსაც ყველაზე დიდი წვლილი შეაქვთ კლიმატის ცვლილების გლობალურ პროცესებში.
  • გადაწყვეტილებების მიღებისა და განხორციელების პროცესებში ჩართულობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა.
  • ადამიანის უფლებათა დაცვა და გენდერული საკითხების ინტეგრირება მის საქმიანობაში „რემისია“-ს ძირითადი პრინციპებია.
  • ვრცლად იხილეთ

 


ჩვენი ხედვა

 

გლობალური გამოწვევები

 

კლიმატის დათბობა აშკარაა და 1950-იანი წლების შემდგომ დაკვირვებული ცვლილებები უპრეცედენტოა ბოლო მილიონი წლის განმავლობაში. ატმოსფერო და ოკეანე გათბა, ყინულისა და თოვლის საფარი შემცირდა და ზღვის დონემ აიწია. სათბურის გაზების ანთროპოგენული ემისიები გაიზარდა წინა ინდუსტრულ პერიოდთან შედარებით და ახლა უფრო მაღალია, ვიდრე ოდესმე, რისი მიზეზიც ძირითადად დემოგრაფიული და ეკონომიკური ზრდაა.

 

სამხრეთ კავკასია

 

სამხრეთ კავკასიის რეგიონი მოიცავს კავკასიონის სამხრეთ ნაწილსა და დაბლობებს და წარმოადგენს საზღვარს ევროპისა და აზიის რეგიონებს შორის. იგი ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია დიდი კავკასიონის მთაგრეხილით, სამხრეთით თურქეთისა და სომხეთის საზღვრით, დასავლეთით შავი ზღვითა და აღმოსავლეთით - კასპიის ზღვით. სამრეთ კავკასიის რეგიონში ბოლო საუკუნეში მიმდინარე დათბობის უტყუარი ნიშნები არსებობს

საქართველოს მიდგომა

 

საქართველო აქტიურ ნაბიჯებს დგამს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ. ეს მოიცავს როგორც სათბურის გაზების ემისიების შემცირებას - ასევე კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციას. საქართველო წარმოადგენს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის დანართ ერთში არ შესულ ქვეყანას. შესაბამისად, ჯერ-ჯერობით მას არ გააჩნია თავისი ტერიტორიიდან სათბურის გაზების ემისიების შემცირების რაოდენობრივი ვალდებულება.