სასწავლო ტური: „საბინაო მართვა და შენობების ენერგოეფექტური განახლება გერმანიაში“

სასწავლო ტური: „საბინაო მართვა და შენობების ენერგოეფექტური განახლება გერმანიაში“

ეს სასწავლო ტური ჩატარდება ქ. ბერლინში ტექნიკური საკონსულტაციო ცენტრების (TACs), არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოსტ-საბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლებისთვის და წარმოადგენს . ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „გზად რეფორმებისკენ საბინაო სექტორში: დამწყები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელარუსიაში, უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში (HOME)“ ფარგლებში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესის გაგრძელებას.

სასწავლო ტურს ორგანიზებას უწევს „საბინაო ინიციატივა აღმოსავლეთ ევროპისთვის (IWO)", ბერლინი, გერმანია.

აღნიშნული ვიზიტი შესაძლებლობას აძლევს მონაწილეებს პირადად შეხვდნენ გერმანელ კოლეგებს, რომლებიც მუშაობენ საბინაო სექტორზე და მიიღონ ინფორმაცია გერმანიის გამოცდილების შესახებ.

საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში, ექსპერტები: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, გერმანიიდან, მოლოდვადან და უკრაინიდან, მიიღებენ ინფორმაციას შემდეგ თემებზე:

  • ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარების პოლიტიკა და შედეგები ადმინისტრაციულ და რეზიდენტულ შენობებში;
  • მრავალსართულიანი შენობების მართვის პრაქტიკა;
  • მრავალსართულიან შენობებში ბინათმესაკუთრეთა უფლებათა დაცვის პრაქტიკა;
  • ენერგოეფექტური სარემონტო სამუშაოებსა და შენობების მოდერნიზაციის საკითხებზე მოსახლეობასთან თანამშრომლობის გამოცდილება;
  • თავისუფლი გარემო და ურბანული დაგეგმარება.

სასწავლო ტური მოიცავს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს და დისკუსიებს შენობებში ენერგოეფექტურ სარემონტო სამუშაოებსა და მიღწეული შედეგების დემონსტრირებაზე.

მონაწილეები ესტუმრებიან საბინაო კომპანიას პოტსდამში, გერმანიის ენერგეტიკულ სააგენტოს „დენა“-ს, შეხვდებიან ბიზნეს ორგანიზაციებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მოდერნიზაცის შენობების თერმულ იზოლაციას თანამედრივე მეთოდებით. მარზან-ჰელერსდოფის და პოტსდამ-დრეწიტზ- ში ვიზიტისას განიხილება საკითხები ბარიერებისგან თავისუფალი გარემოს განვითარებისა და ჩართულობის პრინციპების შესახებ.

სასწავლო ტურზე, გერმანელი ექსპერტების მიერ განიხილება საბინაო საკითხები პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, რომელიც ხელს შეუწყობს რეკომენდაციების მომზადებას ეროვნულ კანონმდებლობაში ცვლილებების შესატანად და მუშაობას შენობების და ენერგოეფექტურობის საკითხზე პარტნიორ ქვეყნებში.

დეტალური ინფორმაცია პროექტის HOME შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე: www.jildom.com.

For more information about the event, please, contact:

Johann Strese / Larisa Schreckenbach,

The Housing Initiative for Eastern Europe (IWO), Berlin, strese@iwoev.org / schreckenbach@iwoev.org, Тел.: +49 (0)30 20679802

 

სამუშაო სემინარი „საცხოვრებელი სახლების მმართველების მომზადებისა და გადამზადების სისტემის და ბინათმესაკუთრეთა ცნობიერების ამააღლების ერთიანი სისტემის შექმნის ინიციატივები“

 

პროექტ „HOME”-ის ფარგლებში 2016 წლის 7-9 ნოემბერს ქ. მინსკში, ბელარუსი, ჩატარდა სემინარი, რომელიც ორგანიზებული იყო ქონების მართვის საერთოშორისო ორგანიზაციის (МАМН), საო „Экопроект“-ის, ბელარუსის სახელმწიფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და „საბინაო ინიციატივა აღმოსავლეთ ევროპაში“, ბერლინი (გერმანია) (IWO)-ს მიერ.

სემინარის ძირითადი თემა იყო ქონების მართვის საერთაშორისო ორგანიზაციის შეთავაზება ქონების მმართველების მომზადებისა და ბინათმესაკუთრეების ცნობიერების ამაღლების ერთიანი სისტემის შექმნის შესახებ.

კონფერენციას დაესწრნენ, როგორც პროექტის პარტნიორები და რესურს-ცენტრების წარმომადგენლები, აგრეთვე სახელმწიფო მმართველობის ორგანოების ხელმძღვანელები, სახელმწიფო კომუნალური კომპანიები, ბიზნეს-კომპანიები, სასწავლო დაწესებულებების, სოციოლოგიური ინსტიტუტები და კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტების წარმომადგენლები, ბინათმესაკუთრეთა ასოციაციების წარმომადგენლები, ბელარუსის 9 ქალაქიდან დაინტერესებული პირები, ექსპერტები ლატვიიდან, ლიტვიდან, რუსეთიდან,

 

სამუშაო სემინარი „საბინაო სექტორის მართვა და საცხოვრებელი სახლების ენერგოეფექტური სანაცია“

შეხვედრის ადგილი: ქ. ლვოვი, უკრაინა. 12/09/2016 – 16/09/2016

მონაწილე: თემურ ჩხეიძე, მდგრადი განვითარების ცენტრი რემისია, მოდელირების უმცროსი სპეციალისტი

 

ლვოვის ბინათმესაკუთრეთა, საცხოვრებელი უძრავი ქონების მენეჯერთა ასოციაციისა (უკრაინა) და „საბინაო ინიციატივა აღმოსავლეთ ევროპაში“, ბერლინი (გერმანია) (IWO)-ს ორგანიზებით 2016 წლის 12-16 სექტემბერს, უკრაინის ქ. ლვოვში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა.

ღონისძიება იყო ორგანიზებული „HOME”-ის პროექტის ფარგლებში და აგრძელებს სასწავლო ღონისძიებების პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს პროექტის პარტნიორ ქვეყნებში (აზერბაიჯანი,ბელორუსია, მოლდოვა, საქართველო, უკრაინა) ჩამოყალიბებული რესურს-ცენტრების თანამშრომელთა პროფესიული განვითარებას. რესურს-ცენტრების ძირითადი დანიშნულებაა ბინათმესაკუთრეებისათვის სასარგებლო ინფორმაციისა და რჩევების მიწოდება იმისათვის, რომ გაიზარდოს მათი ცოდნის დონე საბინაო მმართველობის საკითხებში.ტრეინინგზე ძირითადად განხილული იქნა შემდეგი საკითხები: საბინაო მართვის სისტემის განვითარება;

მრავალბინიანი კორპუსების მართვა ბინათმესაკუთრეთა გაერთიანების მეშვეობით - დადებითი და უარყოფითი მხარეები; ტექნიკური ადმინისტრირება მრავალსართულიან შენობებში; სწავლების პროგრამების განვითარება და განხორციელება რესურს-ცენტრებში სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისათვის.

ტრენინგის მონაწილეებს საშუალება ქონდათ გაეცნოთ ენერგოეფექტური სანაციის პრაქტიკას (ქ.ჟოვკვა).

ტრეინინგში მონაწილეობდა საბურთალოს რაიონის გამგებელი ბ-ნი ბექა მიქაუტაძე, რომელმაც მსმენელებს მოუთხრო საქართველოს გამოცდილებაზე და საბურთალოს რაიონის გეგმებზე ამ მიმართულებით.

 

პარტნიორების შეხვედრა და ტრენინგი “HOME”-ის პროექტის ფარგლებში

 

შეხვედრის ადგილი: ქ. ბაქო, აზერბაიჯანი

შეხვედრის თარიღი: 31/05/2016 – 03/06/2016

 

მონაწილე: თემურ ჩხეიძე, მდგრადი განვითარების ცენტრი რემისია, მოდელირების უმცროსი სპეციალისტი

ტრეინინგი მიმდინარეობდა ოთხი დღის განმავლობაში. ამ კონკრეტული ტრეინინგის ძირითადი მიზანი იყო პროექტის პარტნიორ ქვეყნებში არსებული ბინათმესაკუთრეთა ასოციაციების მუშაობის, წარმატებების და პრობლემების გაზიარება და პარტნიორი ქვეყნების გაცნობა. ტრეინინგის ფარგლებში მოხდა თვითონ პროექტ “HOME”-ის პრეზენტაცია. პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის “IWO”-ს წარმომადგენლებმა ისაუბრეს, თუ რა ფუნქცია და როლი აქვთ ბინათმესაკუთრეთა ასოციაციებს გერმანიაში. რა წარმატებები და ბარიერებია ამ გაერთიანებების საქმიანობაში. მსგავსი მოხსენებები,

მხოლოდ პარტნიორი ქვეყნებისათვის (აზერბაიჯანი,ბელორუსია, მოლდოვა, საქართველო, უკრაინა) გააკეთეს ტრეინინგში მონაწილე ამ ქვეყნის წარმომადგენლებმა. ყურადღბა გამახვილდა როგორც საკანონმდებლო პრობლემებზე, ასევე შენობების ერთობლივ მოვლაზე და ენერგოეფექტურობაზე.

ტრეინინგის ფარგლებში მოხდა შეხვედრა ქ. ბაქოს მერთან და რამდენიმე ბინათმესაკუთრეთა ასოციაციის მიერ მოვლილი შნობების დათვალიერება, მოსახლეობასთან გასაუბრება.