ბინათმესაკუთრეთა ასოციაციების თრეინინგები

ბინათმესაკუთრეთა ასოციაციების თრეინინგები

2016 წლის 25 ნოემბერს, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები, როგორც თანამედროვე ქალაქის მამოძრავებელი ძალა“ პროექტის ფარგლებში, მდგრადი განვითარების ცენტრის- „რემისია“ და LAG კონსორციუმის ორგანიზებით ჩატარდა ტრეინინგი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავჯდომარეებისთვის. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ფუნქციონირების სამართლებრივი და ფინანსური საფუძვლების და ენერგოეფექტურობის შესახებ.

ტრეინინგზე პრეზენტაციები წარადგინეს, როგორც LAG კონსორციუმის წევრებმა, ასევე „რემისიას“ დირექტორმა- მარინა შვანგირაძემ და პროექტის ექსპერტმა- ზაალ ხელაძემ.

 

ბაკურიანის ქ. #2 კორპუსის მაცხოვრებლებთან შეხვედრის ანგარიში

19 ნოემბერი, 2016 წ., ქ. თბილისი, ბაკურიანის ქ. #2

მომზადებულია ა. პაპავას მიერ

მდგრადი განვითარების ცენტრი „რემისია“-ს დაკვეთით 2016 წლის 19 ნოემბერს შედგა გაცნობითი შეხვედრა ქ. თბილისში, ბაკურიანის ქ. #2 კოპრუსში მცხოვრებ პირებთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მაცხოვრებლებისათვის მათი საცხოვრებელი კორპუსის ენერგოეფექტური რეაბილიტაციის შესაძლებლობების პირველადი გაცნობა. შეხვედრას დაესწრო კორპუსში მცოხვრები 14 პირი, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ბინების მესაკუთრეთა ამხანაგობის ფუნქციონირებაში.

მდგრადი განვითარების ცენტრი „რემისია“-ს კონსულტანტთა ჯგუფმა წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია საბურთალოს რაიონში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ენერგოეფექტური რეაბილიტაციის არქიტექტურულ-საინჟინრო კონცეპციის შემუშავება. მოცემული კონცეპცია გულისხმობს რეაბილიტაციის დროს ისეთი ღონისძიებების გატარებას , რომლებიც უზრუნველყოფენს ბინათმესაკუთრეების კომუნალური გადასახადებისა და შენობის ექსპლოატაციის ხარჯების შემცირებას. შეხვედრის დამსწრეების გაეცნენ კონკრეტულ ღონიძიებების, რომელთა გატარებაც არის შესაძლებელი მათ კორპუსზე. განხილული ღონისძიებები მოიცავდა შენობის გარსაცამის დათბუნებას (კელდების, სახურავის დათბუნებას, ფანჯრების გაენერგოეფექტურობას), თბური და ელექტრო ენერგიის მისაღებად განახლებადი ენერგიის გამოყენებას (მზის კოლექტორების მეშვეობით ცხელწყალმომარაგებისა და გათბობის უზრუნველყოფას და ფოტოვოლტაიკების მეშვეობით ელექტროენერგიის მიღებას) და სხვას.

კონსულტანტებმა შესთავაზეს მობინადრეებს მოცემულ ინიციატივაში ჩართვა და კონცეფციის მომზადება. კონცეფციის საფუძველზე შესაძლებელი გახდება დონორი და სახელმწიფო ორგანიზაციებთან მუშაობის დაწყება დაფინანსების მოძიებაზე და ასეთის მოპოვების შემთხვევაში პროექტის პრაქტიკული რეალიზაცია.

დამსწრე საზოგადოებამ გამოთქვა დაინტერესება ასეთი ტიპის პროექტში ჩართვის შესახებ და გამოხატა მზადყოფნა უზრუნველყოს კონსულტანტთა ჯგუფი საჭირო ინფორმაციით, დაეხმაროს ბინათმესაკუთრეებთან კომუნიკაციასა და სხვა საკითხების მოგვარებაში.

ეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ბაკურიანის ქ. #2 კორპუსის შემდეგმა ბინათმესაკუთრეებმა:

1. მიხეილ წინწალაშვილი, 2. ლევან დევდარიანი, 3. ლია გეწაძე, 4. ნათია ინწკირველი, 5. თამარ ტოგონიძე, 6. შოთა სვანიძე, 7. ნოდარი კაკაბაძე, 8. გეგა კაკაბაძე, 9. ილია ივანისელი, 10. მარინა ბარათელი, 11. ელენე ბრაჟნიკი, 12. ამირან დავითაშვილი, 13. დათო ბრეგვაძე, 14. მაია ძინძიბაძე.

 

ქ.თბილისში, ბალანჩივაძის ქ.№1-ში მდებარე თექვსმეტსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ენერგოაუდიტის შედეგები

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საბურთალოს რაიონის გამგეობა ორ ორგანიზაციასთან თანამშრომლებს. რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ  ააიპ „კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოსა” (LAG) და ააიპ „მდგრადი განვითარების ცენტრი რემისიის“ წარმომადგენლებთან ერთად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.

 

attached_documents