მეთოდოლოგიები

 

რემისია მუშაობს და გააჩნია წვდომა გადაწყვეტილების მიღების ხელშემწყობ შემდეგ სისტემებსა და მოდელებზე:

მუნიციპალური სათბურის გაზების ემისიების ინვენტარიზაციის, გაზების მომავალი ტრენდების პროგნოზისა და მათი შემცირების ღონისძიებების დაგეგმვის კომპიუტერული პროგრამა (Emission Inventory Projection and Mitigation Planning Tool- muni-EIPMP) - არის რემისიის მიერ EC-LEDS პროექტის http://remissia.ge/ge/activities/projects ფარგლებში შემუშავებული დამხმარე საშუალება, რომელიც განკუთვნილია მუნიციპალიტეტებისთვის. ეს არის შედარებით მარტივი, ექსელში გაკეთბული პროგრამა, რომელშიც ადვილად შეიძლება მონაცემების შეყვანა და ემისიების ინვენტარიზაციის შედეგების დათვლა როგორც წარსული წლებისათვის, ასევე მომავლის სცენარების აგება ბიზნესის ტრადიციული გზით განვითარების პირობებში. მოდელი ეხმარება მუნიციპალიტეტებს შეარჩიონ და დაგეგმონ ემისიების შემამცირებელი ღონისძიები სხვადასხვა სექტორებში (შენობები, ტრანსპორტი, გარეგანათება, ნარჩენების მართვა და გამწვანება).

MARKAL/TIMES – წარმოადგენენ ზოგადი გამოყენების მოდელების გენერატორებს ენერგეტიკის სექტორისათვის, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია კონკრეტული შემავალი მონაცემების საფუძველზე მოდელირება გაუკეთდეს ენერგეტიკულ სისტემას გლობალურ, რეგიონულ, ეროვნულ თუ ადგილობრივ დონეზე გრძელვადიანი პერიოდისათვის. მთლიანი ენერგეტიკული სისტემა მოდელში წარმოდგენილია როგორც ქსელი და აღწერს თითოეული ენერგომატარებლის მოძრაობას (როგორც წესი წარმოდგენილია ყველა ენერგომატარებელი დეტალური ენერგო ბალანსიდან) დაწყებული მათი მოპოვებიდან, გარდაქმნის პროცესების გავლით და საბოლოო მოხმარების მოწყობილობებითა და სასარგებლო ენერგიაზე მოთხოვნით დასრულებული. გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობა ხდება სისტემის ხარჯების (ფასის) მინიმიზაციით. MARKAL/TIMES შემუშავებულია საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ტექნოლოგიური სისტემების ანალიზის პროგრამის ფარგლებში(IEA ETSAP) , რომელმაც მუშაობა 1978 წელს დაიწყო.

„რემისია“ ჩართულია საქართველოს MARKAL-Georgia მოდელის შემუშავებისა და გამოყენების პროცესში.
LEAP (ენერგეტიკის გრძელვადიანი ალტერნატიური დაგეგმვის კომპიუტერული პროგრამა), არის ფართოდ გამოყენებული კომპიუტერული პროგრამა ენერგეტიკის პოლიტიკის ანალიზისა და კლიმატის ცვლილების შერბილების შესაფასებლად, რომელიც შემუშავებულა სტოკჰოლმის გარემოს დაცვის კვლევითი ინსტიტუტის მიერ.
LEAP აპრობეირებულია ასობით ორგანიზაციის მიერ 150-ზე მეტ ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით. მას იყენებენ სამთავრობო უწყებები, სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დაწესებულებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საკონსულტაციო კომპანიები და ენერგეტიკის ინსტიტუტები. იგი გამოიყენება მრავალ სხვადასხვა დონეებზე (ქალაქის, ეროვნულ, რეგიონალურ და გლობალურ დონეებზე) დაგეგმარების მიზნით.

„რემისიამ“ გამოიყენა LEAP თბილისის ენერგეტიკის მდგრადი განვითარების გეგმის (SEAP) შესაქმნელად, ასევე ბათუმის SEAP-ის პირველ ვერსიაში.
WEAP ("წყლის რესურსების დაგეგმარებისა და შეფასების“ სისტემა) არის მოხერხებული პროგრამა, რომელიც იყენებს წყლის რესურსების მართვის ინტეგრირებულ მიდგომას. მტკნარი წყლის რესურსების განაწილებასთან დაკავშირებული პრობლემები საკმაოდ მწვავეა ბევრ ქვეყანაში. შეზღუდული რაოდენობის წლის რესურსების გადანაწილება სოფლის მეურნეობის, მუნიციპალურ და გარემოსდაცვით მოთხოვნებს შორის საჭიროებს მიწოდების, მოთხოვნის, წყლის ხარისხისა და ეკოლოგიური მოსაზრებების სრულ ინტეგრაციას. WEAP აერთიანებს ამ მოთხოვნებს პრაქტიკულ და მოხერხებულ სისტემაში წლის რესურების ინტეგრირებული დაგეგმვისათვის. WEAP ასევე შემუშავებულა სტოკჰოლმის გარემოს დაცვის კვლევითი ინსტიტუტის მიერ.

„რემისიის“ექსპერტებსაქვთWEAP მოდელთან მუშაობის გამოცდილება და შექმნილი შესაბამისი მოდელები ალაზნისთვის, იორისთვის, რიონისა და სხვა მდინარეებისთვის საქართველოში.
COPERT არის პროგრამა, რომლის მიზანია ჰაერის დამაბინძურებლების ემისიების გამოთვლა საგზაო ტრანსპორტიდან. მას ძირითადად იყენებენ ეროვნული ექსპერტები ქვეყნის ეროვნული ინვენტარიზაციისთვის საგზაო ტრანსპორტის სექტორის ემისიების შესაფასებლად. იგი ასევე წარმოადგენს EMEP/CORINAIR ინვენტარიზაციის სახელმძღვანელო დოკუმენტის ნაწილს. ეს პროგრამა ახორციელებს ემისიების გამოთვლას ცხადი და სტანდარტიზირებული სახით, ამიტომ მონაცემები შეთანხმებული და შედარებადია, რასაც მოითხოვს მონაცემების მოგროვებისა და ემისიების გამოთვლის სტანდარტული პროცედურები საერთაშორისო შეთანხმებებისა და პროტოკოლების და ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად. COPERT-ის ტექნიკური მხარდაჭერა დაფინანსებულია ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ ევროპის ჰაერისა და კლიმატის ცვლილების ცენტრის საქმიანობის ფარგლებში. 2007 წლიდან ევროკავშირის გაერთიანებული კვლევითი ცენტრი უკეთებს კოორდინაციას COPERT-ის შემდგომ განვითარებას.

„რემისია“ იყენებს და გააჩნია COPERT-ის ბაზა როგორც საქართველოსთვის, ასევე თბილისის, ბათუმის, ქუთაისისა და სხვა ქალაქებისთვის.
CROPWAT არის გადაწყვეტილების მიღების ხელშემწყობი სისტემა, რომელიც შექმნილია საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიწისა და წყლის განყოფილების მიერ. ეს არის კომპიუტერული პროგრამა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო მცენარეების მიერ წყლის მოთხოვნისა და ირიგაციაზე მოთხოვნის შეფასება ნიადაგის, კლიმატსა და მცენარის მახასიათებლების გათვალისწინებით. გარდა ამისა, პროგრამა ირიგაციის განრიგის დაგეგმვის საშუალებას იძლევა სხვადასხვა მენეჯმენტის პირობებში. მისი გამოყენება ასევე შესაძლოა ფერმერების მიერ გამოყენებული ირიგაციის მეთოდების შესაფასებლად და მცენარის მდგომარეობის შესაფასებლად როგორც მხოლოდ ნალექებით კვების, ასევე ირიგაციის პირობებში.

„რემისიის“ ექსპერტებს აქვთ Cropwat -ის გამოყენების გამოცდილება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო მცენარეების მიერ წყლის მოთხოვნილებაზე კლიმატის ცვლილების გავლენის შესაფასებლად.
AquaCrop არის სასოფლო-სამეურნეო მცენარეების პროდუქტიულობაზე სხვადასხვა პარამეტრების გავლენის შესაფასებელი მოდელი, რომელიც ასევე შექმნილია საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიწისა და წყლის განყოფილების მიერ. ის აკეთებს ბალახოვანი მცენარეების მოსავლის წყლის დანაკლისზე რეაგირების სიმულაციას და განსაკუთრებულად გამოსადეგია ისეთ სიტუაციებში, სადაც წყალი თამაშობს გადამწყვეტ შემზღუდველ როლს მცენარის მოსავლიანობაში. AquaCrop ერთად აერთიანებს სიზუსტეს, სიმარტივესა და მდგრადობას. ის იყენებს შედარებით მცირე რაოდენობის ცხად და უმეტეს შემთხვევაში ინტუიტიურ პარამეტრებსა და შემავალ მონაცემებს, რომლებიც საჭიროებიენ განსაზღვრის შედარებით მარტივ მიდგომებს.

„რემისიის“ექსპერტებს აქვთ Aquacrop -ის გამოყენების გამოცდილება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო მცენარეების მოსავლიანობაზეკლიმატის ცვლილების გავლენის შესაფასებლად.
MAGICC/SCENGEN არის კლიმატური პარამეტრების ცვლილების საპროგნოზო მოდელების ოჯახი, რომელიც შედგება ორი სისტემისგან. ესენია:
MAGICC: სათბურის გაზებით გამოწვეული კლიმატის ცვლილების შეფასების მოდელი - შედგება დაწყვილებული ბუნებაში გაზების ციკლის, კლიმატისა და ყინულის დნობის მოდელებისგან, რომლებიც ინტეგრირებულია ერთ პაკეტში. მისი გამოყენების მთავარი მიზანია:

  • ორი სხვადასხვა სცენარისათვის, „საბაზისო“ და „გარკვეული პოლიტიკის გატაების“ სცენარები, გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის გავლენის შეფასება ზღვის დონის აწევაზე.
  • ნებისმიერი ცვლილების სცენარისთვის ტემპერატურისა და ზღვის დონის მნიშვნელობების სენსიტიურობის შეფასება მოდელის პარამეტრებში არესბული განუზღვრელობის მიმართ.

SCENGEN: რეგიონალური კლიმატის სცენარების გენერატორია, რომელიც აგებს უფრო მაღალი გარჩევადობის კლიმატის ცვლილების მომავალ სცენარებს მთელი დედამიწისთვის MAGICC-ის შედეგებისა და CMIP3/AR4 არქივში არსებულ კლიმატის ინფორმაციის გამოყენებით. ასევე შესაძლებელია კლიმატური პარამეტრების აბსოლიტური მნიშვნელობების (ანუ არა მხოლოდ ცვლილების) მიღება მომავალი პერიოდისთვის. მათ მისაღებად SCENGEN წარსულში დაკვირვებულ კლიმატის მონაცემებს უმატებს კლიმატის ცვლილების პროგნოზებს. შედეგები მიიღება სტანდარტულ 2.5x2.5 გრადუსიან (გრძედი/განედის) ბადეზე და აიგება შესაბამისი რუქები.

„რემისია“ ფლობს MAGICC/SCENGEN -ის მიერ გენერირებულ კლიმატის ცვლილების პროექციებს საქართველოს ტერიტორიისთვის სხვადასხვა მოდელებისთვის, ასევე გაკეთებული აქვს ამ მოდელების შეფასება.
PRECIS (კლიმატის ცვლილების გავლენის კვლევისთვის რეგიონალურ დონეზე) წარმოადგენს კლიმატის მოდელირების სისტემას რეგიონალურ დონეზე. ის დამყარებულია ჰადლეის ცენტრის (დიდი ბრიტანეთი) მესამე თაობის რეგიონალურ მოდელზე (HadRM3), და აქვს მონაცემების მართვისა და ვიზუალიზაციის სედარებით მარტივი ინტერფეისი. PRECIS-ი, ისევე როგორც სხვა რეგიონალური მოდელები, იმართება სასაზღვრო პირობებით, რომლებიც სიმულირებულია გლობალური კლიმატური მოდელების მიერ. PRECIS-ის გამოყენება შესაძლებელია უფრო მაღალი გარჩევადობის რეგიონალური კლიმატის სცენარების შესაქმნელად იმ შემთხვევებში როცა გლობალური მოდელების მიერ შექმნილი სცენარები არაა საკმარისი რეგიონალური დეტალების წარმოსაჩენად კლიმატის ცვლილების გავლენისა და მოწყვლადობის შეფასებისას.

„რემისიას“ გააჩნია წვდომა PRECIS -ის ორ სიმულაციასთან კავკასიის რეგიონისთვის, HADCM და ECHAM გლობალური მოდელების გამოყენებით.
CO2FIX არის პროგრამა რომელიც გამოიყენება ნახშირორჟანგის რაოდენობების ცვლილებების შესაფასებლად მეტყევეობის პროექტებში. თავდაპირველად ეს იყო საკმაოდ მარტივი გამოთვლითი სისტემა, რომელიც იყენებდა ხეების ზრდის ცხრილს, განაწილების ფაქტორებს ხეების მარჯისა და ფესვებისთვის და მარტივ დაშვებებს ნიადაგის ორგანულ შეგდენილობასა და ხის პროდუქტების გემოყენების შესახებ. ბოლო წლებში პროგრამა საკმაოდ გაფართოვდა და ახლა საშუალებას იძლევა სიმუალცია გაუკთდეს კოჰორტში სხვადასხვა ჯიშებისა და წლოვანების მქონე ხეების მიერ ნახშირორჟანგის შთანთქმას, ზრდის პარამეტრიზაცია განხორციელდეს ტყის სიმკვრივის მიხედვით, სიმულაცია გაუკეთდეს შეჯიბრეობითოიბას ხეებს შორის, გათვალისწინებული იქნას ნიადაგის დინამიკა, და სხვა.
„რემისია“ აქტიურად იყენებს CO2FIX-ს გამწვანებისა და ტყის პროექტების მიერ ნახშირორჯანგის ემისიების შთანთქმის მომავალი ტრენდების შესაასებლად.

მყარი ნარჩენებიდან მეთანის გენერაციის შესაფასებელად IPCC-ს მიერ შექმნილი ინსტრუმენტი/პროგრამა – არის ექსელის ფაილი, რომელიც შექმნილია -კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო საბჭოს (IPCC) მიერ მყარი ნარჩენების განთავსების ადგილებიდან (ნაგავსაყრელებიდან) მეთანის ემისიების შესაფასებლად პირველი რიგის ხრწნის მეთოდის გამოყენებით.
„რემისია“ იყენებს IPCC-ს მიერ შექმნილ მყარი ნარჩენებიდან მეთანის გენერაციის შესაფასებელ საშუალებას ენერგეტიკის მდგრადი განვითარების გეგმებისთვის.